თბილის მერმა, კახა კალაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. მისივე თქმით, ოკუპაცია დიდი ბოროტებაა, რომელსაც საქართველო არასდროს შეეგუება.
„ჩვენი ქვეყნისთვის საშინელი დღეებიდან 12 წელი გავიდა, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების გარდაცვალება, ტერიტორიების დაკარგვა მოჰყვა. ოკუპაცია ყველაზე დიდი ბოროტებაა, და ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ვებრძოლოთ ოკუპაციას, უნდა ვებრძოლოთ განათლებით, ეკონომიკური განვითარებითა და წინსვლით. ჩვენ დაკარგულ ტერიტოერიებს აუცილებლად დავიბრუნებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.