ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამეტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, ფილიპ რიკერი აგვისტოს ომის მე-12 წლისთავს „ტვიტერის“ საშუალებით ეხმაურება.
ფილიპ რიკერი მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.
„12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველში, დახოცა ასობით ადამიანი, ხოლო ათობით ათასს საკუთარი სახლები დაატოვებინა. რუსეთს ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დადებული პირობები.
მხოლოდ გასულ წელს რუსეთის მიერ მართულმა სამხედროებმა ასობით მეტრით წაიწიეს წინ საქართველოს ტერიტორიის შიგნით. ეს შეჭრა გვახსენებს, რომ კონფლიქტის უგულებელყოფა არ შეიძლება“, -განაცხადა ფილიპ რიკერმა.
მისივე თქმით, პანდემიის დროსაც რუსეთი საქართველოში აგრესიულ კამპანიას აწარმოებს, რომელიც ლუგარის ცენტრის წინააღდმეგ არის მიმართული.
„კოვიდ-19-ის“ პანდემიის დროსაც კი რუსეთი კვლავ მზადაა, საფრთხის ქვეშ დააყენოს ამ რეგიონსა და მთელს მსოფლიოში მცხოვრები მოქალაქეები. რუსეთის უსაფუძვლო დეზინფორმაცია, მათ შორის, აგრესიული კამპანია, ლუგარის ცენტრის წინააღდმეგ, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, კრემლის ცინიზმს აჩვენებს.
მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს და გრძელევადიანად დაიცვას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანემბისას ნასკისრი ვალდებულებები“, – აღნიშნა რიკერმა.