ინდოეთში კორონავირუსის 62 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 62 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ ქვეყანაში უკვე 2 027 074 დადასტურებული შემთხვევაა.
Hindustan Times-ის ინფორმაციით, ეს ყველაზე მაღალი დღიური მატებაა პანდემიის განმავლობაში.
ასევე, ბოლო 24 საათში ვირუსს 880-ზე მეტი პაციენტი ემსხვერპლა, სულ 41 585 გარდაცვლილია.
განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ვირუსის დამარცხება 1 378 105-მა პირმა შეძლო.
ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების მსოფლიო სტატისტიკაში მესამე ქვეყანაა, სადაც დადასტურებული შემთხვევების რიცხვი მილიონს აჭარბებს.
აშშ-ში ვირუსი ვირუსი თითქმის 5 მილიონ ადამიანს აქვს დადასტურებული, ბრაზილიაში კი – თითქმის 3 მილიონს.