სოფელ დაგარახოში წყალმომარაგებისათვის ჭაბურღილის მშენებლობა მიმდინარეობს

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ დაგარახოში წყალმომარაგებისათვის ჭაბურღილის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოები ადგილზე პირადად შეაფასა.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

,,პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ჭაბურღილი და სამარაგო რეზერვუარს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტის მიზანია, სოფელ დაგარახლოს სასმელი და სამეურნეო-ტექნიკური წყლით უზრუნველყოფა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 80 120 ლარს, რომელიც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით ჭაბურღილის მოწყობა უახლოეს მომავალში განხორციელდება სოფლებში: ველისპირი, განახლება, მამულო, გომარეთი, მაშავერა, მამიშლო, ზერბაიჯანული კაკლიანი და კიზილქილისა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები