სოფელ მუხურში ასფალტირებული გზა იგება

სოფელ მუხურში, ლეთოლორდეს უბანში 3 კმ.მანძილზე ასფალტო-ბეტონის საფარით საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს,
მათივე ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – გოჩა ჩიქოვანი და ინფრასტრუქტურის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი – კახა ფირცხელავა ადგილზე გაეცნენ.
სამუშაოებს შპს ,,ინდიკო“ ახორციელებს.
პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები