თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებას გეგმავს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი გენერალურ პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებას გეგმავს.
ამის შესახებ თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შიმშილობას იქამდე გააგრძელებს, სანამ მისი მოთხოვნა არ შესრულდება.
“შიმშილობას განვაგრძობ, სანამ FBI არ ჩაერთვება გამოძიებაში და არ დამიდასტურებს, რომ თავი მოიკლა ჩემმა შვილმა”, – განაცხადა თამაზაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები