სტიქიით დაზარალებული სოფლების, ჭიორას, გლოლას და ღების ყველა მოსახლეს ფქვილის ტომრები გადაეცა

 

სტიქიით დაზარალებულ 75 ოჯახს სოფელ ჭიორაში, 160 ოჯახს სოფელ გლოლაში და 250 ოჯახს სოფელ ღებში ფქვილის ტომრები გადაეცათ. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროცესში ​რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მონაწილეობდა.

დეპუტატ, გოჩა ენუქიძის განცხადებით, ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერი კეთდება, იმისათვის, რომ სტიქიის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას რაც შეიძლება მეტად დაეხმარონ და წარმატებით გაუმკლავდნენ სტიქიით განპირობებულ გამოწვევას, ცხოვრების ჩვეულ რიტმში მალე დასაბრუნებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები