საყუნეთის მეჩეთი ახალციხეში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთში ​1927 წელს აგებული მეჩეთია შემორჩენილი. ის ქრისტიანული ტაძრის მოპირდაპირედ მდებარეობს.

მეჩეთის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი მედია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

სოფელში შემორჩენილი გადმოცემის თანახმად, მეჩეთი ადიგენელ მუსლიმებს, ხურცისძესა და იორდანისძეს მას შემდეგ აუშენებიათ, რაც ისინი მოსალოცად მექაში იმყოფებოდნენ.

საყუნეთის მეჩეთს 2012 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები