სოზარ სუბარი: მერაბიშვილი არავის სჭირდებოდა და დარჩა ჰაერში

“ვანო მერაბიშვილი არავის სჭირდებოდა და დარჩა ჰაერში, არსად წასულა, გააგდეს, უფრო სწორად, არავინ მიიღო”, – ასე გამოეხმაურა  პრემიერმინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარი ყოფილი შს მინისტრის და ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომ, არც საარჩევო სიაში იქნება და არც მაჟორიტარად იყრის კენჭს.

როგორც სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ვანო მერაბიშვილი არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ სჭირდება.

„ვანო მერაბიშვილს ეს გადაწყვეტილება არ მიუღია, ვანო მერაბიშვილზე კარგად თქვა თეა წულუკიანმა, ციხიდან გამოსვლის აჟიოტაჟის მეორე დღეს – „ეს იქნება ცხელი კარტოფილი, რომელსაც ყველა ოპოზიციური პარტია ერთმანეთს გადაულოცავს და არავის მოუნდება ამ ცხელი კარტოფილის ხელში დაჭერაო“ ან კახი კალაძემ რომ თქვა, „მეტი ვანო ოპოზიციასო“. ცხადი გახდა მეორე დღესვე, რომ ეს ადამიანი არავის სჭირდებოდა, დისკრედიტირებული, არაფრის შემძლე, არაინტელექტით, არაადამინისტრაციული რესურსით, ნუ, ახლა მოპარული ფული თუ აქვს, იმას რომ არ დახარჯავს, ეს ვიცით. ამიტომაც, არავის სჭირდებოდა და დარჩა ჰაერში, არსად წასულა, გააგდეს, უფრო სწორად, არავინ მიიღო, ის პოლიტიკიდან წავიდა, გაუშვა ქართველმა ხალხმა 2012 წელს“, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები