მცხეთის მერიის თანამშრომელი კონკურსის – “საუკეთესო ონლაინ მდგრადი ენერგეტიკის დღის” გამარჯვებული გახდა

პროექტი მერების შეთანხმება აღმოსავლეთით (#CoMEast) და #მერებისშეთანხმებისმხარდამჭერი საქართველოში, ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს მხარდაჭერით ჩატარებული კონკურსის, მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქების/მუნიციპალიტეტების შორის “საუკეთესო ონლაინ მდგრადი ენერგეტიკის დღე – 2020-ს – ის ორგანიზატორი” პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხში – მაკა პეტრენკო გახდა.

ცენტრის დირექტორმა, გიორგი აბულაშვილმა გამარჯვებულს ჯილდო ელექტრო სკუტერი და სერთიფიკატი გადასცა.

შეხვედრას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ოთარ ჩხეიძე და ასევე კომუნიკაციის ექსპერტი საქართველოსა და აზერბაიჯანში – ლიანა ღარიბაშვილი ესწრებოდნენ.

მდგრადი ენერგეტიკული კვირეულის #EUSEW2020-ის მონაწილეობისთვის სერთიფიკატი ასევე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები