ირაკლი ბერაია: აშშ-ის კონგრესში საქართველოს აქვს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა

​პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას თქმით, აშშ-ის კონგრესში საქართველოს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. მისივე შეფასებით, ეს საქართველოსთვის ძალიან ღირებულია.
„აშშ-ის კონგრესში საქართველოს აქვს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა, კონგრესმენების სულისკვეთება, საქართველოს მხარდაჭერის თაობაზე არის ძალიან ღირებული ჩვენთვის. რა თქმა უნდა, 2008 წლის აგვისტოში რუსეთი უკანონოდ შემოიჭრა საქართველოში, მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ ასევე ჩვენი პარტნიორების მთავარი ამოცანაა, რუსეთის აგრესიული ქმედებების შეკავება მოხდეს. რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ისევე, როგორც საერთაშორისო სამართლით ნაკისრი სხვა ვალდებულებები“, – განაცხადა ბერაიამ.
ცნობისათვის, აშშ-ის ორი რესპუბლიკელი კონგრესმენი – ჯონ კატკო და სტივენ უომაკო დღეს სოციალურ ქსელში საქართველო-რუსეთის ომის 12 წლისთავს გამოეხმაურნენ.
​როგორც სტივენ უომაკმა აღნიშნა, აშშ-მა და საქართველომ ჩამოაყალიბეს ძლიერი პარტნიორობა და დემოკრატიის გზაზე აშშ მათ გვერდით დგას.  ჯონ კატკოს განცხადებით: „საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია არის ჩვენს დემოკრატიულ მოკავშირეებთან პარტნიორობის საჭიროების აბსოლუტური შეხსენება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები