ავსტრალიაში, ვიქტორიას შტატში მკაცრი კარანტინი დაწესდება

ავსტრალიაში, ვიქტორიას შტატში, დედაქალაქ მელბურნის ჩათვლით, 5 აგვისტოდან კარანტინი ამოქმედდება, რომლის ფარგლებში დაიხურება ყველა მაღაზია, საკვები პროდუქტების გარდა.

ასევე, 7 აგვისტოდან დაიხურება ხორცის გადამამუშავებელი და სამშენებელო საწარმოები.

1-ლი აგვისტოდან შტატში კომენდანტის საათი დაწესდა, მოსახლეობას სახლებიდან გასვლა საღამოს 20:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე ეკრძალება.

საყიდლებზე გასვლა შეუძლია ოჯახის მხოლოდ ერთ წევრს, სახლიდან 5 კილომეტრის რადიუსში.

მკაცრი ზომები 13 სექტემბრამდე შენარჩუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები