ანა დოლიძე: თამარ მეფემ დავით სოსლანთან ქორწილი დიდუბეში გადაიხადა, რადგან ეს იყო აბსოლუტური წალკოტი

“თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა დავით სოსლანთან ქორწილი, რადგან ეს იყო აბსოლუტური წალკოტი”, – ამის შესახებ “რუსთავი ორის” ეთერში ორგანიზაცია „ხალხისთვის“ დამფუძნებელმა, ანა დოლიძემ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.

მისივე თქმით, 21-ე საუკუნეში დიდუბე-ჩუღურეთს, თბილისსა და საქართველოს სულ სხვა, ახალი ტიპის პოლიტიკოსი სჭირდება.

„დიდუბე-ჩუღურეთი არის ის რაიონი, რომელსაც, სხვა ყველა რაიონთან შედარებით, პირადად აქვს განცდილი აყვავებისა და ოქროს ხანა. თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა დავით სოსლანთან ქორწილი, რადგან ეს იყო აბსოლუტური წალკოტი. დღეს ამ რაიონს აქვს ბევრად მეტი გამოწვევა და ამ გამოწვევებს ვერანაირად, საკუთარი პოლიტიკური და პროფესიული შესაძლებლობით ვერ უპასუხებს მაჟორიტარობის კანდიდატი, გია ვოლსკი. 21-ე საუკუნეში დიდუბე-ჩუღურეთს, თბილისსა და საქართველოს სჭირდება სულ სხვა, ახალი ტიპის პოლიტიკოსი, ახალი ტიპის ხედვები. ტექნიკური შესაძლებლობებით დღეს ჩვენ გვჭირდება „აიფონ 11“ მაშინ, როდესაც გვაქვს ფარნიანი ტელეფონი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები