Houston chronicle: კომპანია ,,ფრონტერამ” თითქმის 500 000 აშშ დოლარი დახარჯა კონგრესში ლობისტურ საქმიანობაზე

“კომპანია Frontera-ს მონათხრობი ამბავი საქართველოში რუსეთის გავლენების ტყვეობაში მოქცევის შესახებ ვაშინგტონში რესპუბლიკელებს შორის ფართოდ გავრცელდა. სწორედ ამ სეგმენტში ახორციელებდა კომპანია დიდი დოზით ლობირებასა და პოლიტიკურ კონტრიბუციებს”, – ნათქვამია სტატიაში „საქართველოში გათამაშებული ამბავი: როგორ შეეცადა ჰიუსტონური პატარა ნავთობკომპანია შებრძოლებოდა ყოფილ საბჭოთა ქვეყანას“, რომელიც გავლენიანმა ამერიკულმა „ჰიუსტონ ქრონიქალსმა“ დაბეჭდა.

გამოცემის თანახმად, 2016 წელს „ფრონტერას“ ხელმძღვანელმა პირებმა ფედერალური კამპანიებისთვის 180 000 აშშ დოლარზე მეტის მობილიზება მოახერხეს და თითქმის მთლიანი თანხა რესპუბლიკურ პარტიას მოახმარეს. გაზეთს ეს ინფორმაცია პროაქტიული პოლიტიკის ცენტრმა მიაწოდა, რომელიც არაპარტიული, არაკომერციული ჯგუფია და პოლიტიკაში ფულის მიმოცვლას აკვირდება.

„იმავე პერიოდში კომპანია Frontera-მ თითქმის 500 000 აშშ დოლარი დახარჯა კონგრესში ლობისტურ საქმიანობაზე. შედარებისთვის ვიტყვით, რომ ასევე ჰიუსტონურმა ნავთობკომპანიამ EOG Resources, რომლის საბაზრო ღირებულება 29.4 მილიარდი აშშ დოლარია, 2016 წლიდან მოყოლებული 20 000 აშშ დოლარი მოახმარა ფედერალურ ლობისტურ საქმიანობას”, – ნათქვამია ამერიკული გამოცემის პუბლიკაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები