“Frontera-ს 90-მდე თანამშრომელმა გაფიცვა მოაწყო საქართველოში და წლების განმავლობაში მიუღებელი ხელფასები მოითხოვა, Frontera-ს დირექტორმა კი განაცხადა, რომ გაფიცვა „ქართული ოცნების“ ჩანერგილმა ადამიანებმა მოაწყვეს”

,,Frontera-ს 90-მდე თანამშრომელმა გაფიცვა მოაწყო საქართველოში და წლების განმავლობაში მიუღებელი ხელფასები მოითხოვა, Frontera-ს ქართველმა გენერალურმა დირექტორმა კი განაცხადა, რომ გაფიცვა „ქართული ოცნების“ ჩანერგილმა ადამიანებმა მოაწყვეს“, – ამის შესახებ ნათქვამია სტატიაში, რომელიც გამოცემა Houston chronicle-მ გამოაქვეყნა

როგორც გამოცემა აღნიშნავს, კომპანიას თანამშრომლების მიმართ 11 თვის ხელფასი მართებს, Frontera-მ ვერ შეძლო დიდი ხნის წინ დადებული პირობის შესრულება და ნავთობისა და ბუნებრივი აირის დიდი ოდენობით მოპოვება.

„გადარჩენის საკითხი როდესაც დადგა, Frontera-ს ხელმძღვანლებმა კარგად იცოდნენ, რომელი ღილაკისთვის დაეჭირათ თითი. კომპანიის ქართველმა გენერალურმა დირექტორმა, ზაზა მამულაიშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ გაფიცვა „ქართული ოცნების“ ჩანერგილმა ადამიანებმა მოაწყვეს, ხოლო ნიკანდროსმა სპეკულირება დაიწყო, რომ თითქოს მთავრობა კომპანია Frontera-ს ნავთობის საბადოების კონფისკაციასა და რუსული ენერგოგიგანტის „როსნეფტისთვის“ ან ჩინური ან ირანული ინტერესების გამტარებლებისთვის გადაცემას ცდილობდა. კომპანია Frontera-ს მონათხრობი საქართველოში რუსეთის გავლენების ტყვეობაში მოქცევის შესახებ ვაშინგტონში რესპუბლიკელებს შორის ფართოდ გავრცელდა. სწორედ ამ სეგმენტში ახორციელებდა კომპანია დიდი დოზით ლობირებასა და პოლიტიკურ კონტრიბუციებს“, – აღნიშნულია სტატიაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები