Houston chronicle: ეკონომიკის სამინისტრო – “ჩვენ ვცდილობთ ამერიკული კომპანიების მოზიდვას საქართველოში ეს მთავრობის ერთერთი მთავარი ამოცანაა”

გავლენიან ამერიკულ გამოცემა „ჰიუსტონ ქრონიქალს“ სტატიაში „საქართველოში გათამაშებული ამბავი: როგორ შეეცადა ჰიუსტონური პატარა ნავთობკომპანია შებრძოლებოდა ყოფილ საბჭოთა ქვეყანას“ მოყვანილი აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, დავით თვალაბეიშვილის კომენტარი.

„რატომ წავა საქართველო ამერიკის წინააღმდეგ? ჩვენ ვცდილობთ ამერიკული კომპანიების მოზიდვას საქართველოში. ეს მთავრობის ერთერთი მთავარი ამოცანაა“, – ცალსახად აცხადებს მინისტრის მოადგილე.

სტატიის თანახმად, საბჭოთა კავშირიდან 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ-დასავლეთ აზიის გზაჯვარედინზე მყოფი საქართველო შეერთებული შტატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მოკავშირედ მიიჩნევა ამ ორ რეგიონში რუსეთის გავლენის შესამცირებლად მიმართული ძალისხმევის კონტექსტში. პუბლიკაციის მიხედვით, საქართველოს პროდასავლური მიმართულება 2012 წელს ხელისუფლებაში მოსული „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდშიც გრძელდება. ის მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და რუსეთში საელჩო მას შემდეგ არ გააჩნია, რაც 2008 წელს ქართულ ტერიტორიაზე პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შეიჭრა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები