30 ივლისს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე შეზღუდვები დაწესდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 30 ივლისს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე შეზღუდვები დაწესდება.

,,საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ120 მონაკვეთზე ინდივიდური დაპროექტების საგზაო ნიშნების განთავსებისთვის საჭიროა 21,6 მ. სიგრძის ლითონის კონსტრუქციის მონტაჟი, რისთვისაც საჭიროა მაღალი ტვირთამწეობის ორი ამწე მექანიზმის ერთდროული მუშაობა, რაც სრულად დაიკავებს სავალი ნაწილის მარჯვენა (დასავლეთის) მიმართულებას. აღნიშნული სამუშაოების წარმოების მიზნით, 2020 წლის 30 ივლისის 00:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე დასავლეთის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დროის აღნიშნულ პერიოდში დასავლეთის მიმართულებაზე მოძრავი სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ114 მონაკვეთზე არსებული ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძიდან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-203) თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 102 (ქარელის სატრანსპორტო კვანძი)-გომი-აგარა-თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 121 (აგარების სატრანსპორტო კვანძი) საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები