ირანმა ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა

ირანელმა სამხედროებმა ბალისტიკური რაკეტები გამოსცადეს, – იტყობინება სააგენტო Tasnim-ი.

ირანის გუშაგთა კორპუსი სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში სამხედრო სწავლებას კოდური სახელწოდებით -“”დიდი მესია -14” ატარებს, რომელშიც სამხედრო-საზღვაო და აეროკოსმოსური ძალებია ჩართული.

Tasnim-ის მონაცემით, სამხედროებმა, სწავლების ფარგლებში, ბალისტიკური რაკეტები წარმატებით გამოსცადეს.

ასევე, სწავლების ფარგლებში, ირანის შეიარაღებულმა ძალებმა აპრილში ორბიტაზე გაშვებული სამხედრო თანამგზავრიდან “ნური”-დან პირველი მონაცემებიც მიიღეს.

გარდა ამისა, ირანმა აშშ-ის ავიამზიდზე იერიშის იმიტაცია შეიმუშავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები