ევროპა კორონავირუსის მეორე ტალღისთვის ემზადება

ევროპის ქვეყნები კორონავირუსული ინფექციის მეორე ტალღისთვის ემზადებიან და იმ დროს, როდესაც მილიონობით ადამიანი ევროპის ფარგლებში მოგზაურობს, ახალი შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას განიხილავენ.

The Guardian-ი წერს, რომ,  მაგალითად, მას შემდეგ, რაც ინფექციის გავრცელების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა, ბელგიის მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ქვეყანა შესაძლოა, ისევ ჩაიკეტოს; საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი ახალგაზრდებს ვირუსის გავრცელების ფონზე ყურადღების გაძლიერებისკენ მოუწოდებს; გერმანიაში კი “ღრმად არიან შეშფოთებულნი “უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების გაზრდის გამო.

ამასთან, ექსპერტები ფიქრობენ, რომ კიდევ ერთი ტალღისა და შემზღუდავი ზომების არიდება შესაძლებელია.

“წინ ზაფხულის მნიშვნელოვანი 10 დღე გვაქვს და ამ ხნის განმავლობაში დავინახავთ, შევძლებთ თუ არა ვითარებასთან გამკლავებას სოლიდარობისა და თანამშრომლობის დახმარებით”, – განაცხადა ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარე კიმ ტორამ.

მისი თქმით, თუ ამ 10 დღის განმავლობაში კორონავირუსთან გამკლავება ვერ მოხერხდა, შეზღუდვებთან დაბრუნება მოუწევთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები