სუს-ი: საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მალხაზ ლეჟავა თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კარანტინში იმყოფება

“საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მალხაზ ლეჟავა თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კარანტინში იმყოფება”,- ამის შესახებ “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

“გიდასტურებთ, რომ 25 ივლისს მოხდა მოქალაქე მალხაზ ლეჟავას უკანონო დაკავება. ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედდა ცხელი ხაზი. შედეგად გუშინვე მოხდა ლეჟავას გათავისუფლება. იგი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კარანტინში იმყოფება”,- განაცხადეს უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები