ლევან დავითაშვილი: ანტიკრიზისული გეგმის პროგრამების დაწყებიდან 30 ათასზე მეტი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა, ჯამურმა ფართობმა 10 000 ჰა-ზე მეტი შეადგინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მიწის რეგისტრაცია ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.

რეგისტრაცია გახდა აუცილებელი პირობა სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობისთვის. იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის კუთხით. ეს პროცესი, სავარაუდოდ, 3-4 წელიწადში უნდა დასრულდეს.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამითა და აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა მხოლოდ იმ ფერმერებს აქვთ, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები რეგისტრირებული აქვთ და ასევე მათ, ვინც მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციასა და დაზუსტებას მოახდენენ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების განხორციელების დაწყებიდან დღემდე 35,000-ზე მეტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა მოახდინა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაცია, ჯამურად, დარეგისტრირდა 30,000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, რომლის საერთო ფართობმა 10,000 ჰა-ზე მეტი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები