არჩილ თალაკვაძე: „ქართულ ოცნებასთან“, ჩემს გუნდთან ერთად მეც ვგეგმავ პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობას, საზოგადოებას ძალიან საინტერესო პროგრამას წარვუდგენთ
“ვაპირებ, მივიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში. რაც შეეხება პროპორციულ სიას, უახლოეს მომავალში მას წარვუდგენთ საზოგადოებას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, სიაში “ქართული ოცნების” გუნდის არაერთი გამოცდილი წევრი იქნება, ასევე, იქნებიან ახალი ადამიანები.
„ჩვენს გუნდთან ერთად, რასაკვირველია, მეც ვაპირებ, მივიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში. რაც შეეხება პროპორციულ სიას, უახლოეს მომავალში მას წარვუდგენთ საზოგადოებას. სიაში ჩვენი გუნდის არაერთი გამოცდილი წევრი იქნება, ასევე, იქნებიან ახალი ადამიანები, რომლებმაც უნდა შემოიტანონ პოლიტიკაში ახალი ენერგია, იდეები, პროგრესი. ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი და, რასაკვირველია, დავაკომპლექტებთ სიას ძლიერი კადრებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მან ასევე განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, თავად მერამდენე იქნება სიაში.
„ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია. „ქართულ ოცნებასთან“, ჩემს გუნდთან ერთად მეც ვგეგმავ პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენ წარვუდგენთ საზოგადოებას ძალიან საინტერესო პროგრამას.
თუ ვინ იქნება პარლამენტის თავმჯდომარე, გადაწყვეტილებას მიიღებს მეათე მოწვევის პარლამენტი, წინასწარ ამის თქმა უხერხულია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.