მიხეილ რამიშვილი: თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსია ცოტა მაეჭვებს

“არის საქმეში ისეთი რაღაც, რაც ყველაფრის არსებობას უშვებს. თვითმკვლელობასაც და ისეთ რამესაც, რამაც მკვლელობაზეც შეიძლება, გაგვიჩინოს ვარაუდი”, – ამის შესახებ გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

რამიშვილის თქმით, თვითმკვლელობის ვერსია მისთვის საეჭვოა.

“თვითმკვლელობის ვერსია მე ცოტა მაეჭვებს. არის საქმეში ისეთი რაღაც, რაც ყველაფრის არსებობას უშვებს. თვითმკვლელობასაც და ისეთ რამესაც, რამაც მკვლელობაზეც შეიძლება, გაგვიჩინოს ვარაუდი. თუ ეძებდნენ და მანქანა 5 დღეს იქ იდგა, მაშინ უნდა ეპოვათ. თუ არ ეძებდნენ, ე.ი. ეს მათი პასუხისმგებლობის საკითხია. იმდენი ხნის გარდაცვლილია გოგონა, რომ ის მანქანას თავისით იქ ვერ მიიყვანდა, ანუ ვიღაცამ მიიყვანა”, – განაცხადა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი გუშინ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში იპოვეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები