“თამარ ბაჩალიაშვილს სამსახურში კონფლიქტი არ ჰქონია, მხიარული, მომღიმარი გოგო იყო”
“სამსახურში კონფლიქტის მსგავსი არაფერი ყოფილა. დაახლოებით, ერთი წლის წინ თქვა, რომ სწავლასა და მუშაობას ერთმანეთს ვერ უთავსებდა, მერე თქვა, რომ მეორე სამსახურშიც მუშაობდა”, – ამის შესახებ კომპანია „ზეგ“-ის პროგრამირების მენეჯერმა, ნიკოლოზ გეჯაძემ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
გეჯაძის თქმით, ისინი სამ წელს ერთად მუშაობდნენ.
“რეალურად, ვართ პროგრამისტები, ამერიკიდან შეკვეთებს ვიღებთ, ამ ყველაფერს “აუთსორსინგი” ჰქვია. რაღაც პროექტი იქნება, შევასრულებთ და ვაგზავნით. სამ წელს ერთად ვმუშაობდით. თანამშრომელი იყო. ვმუშაობდით ვებგვერდებზე. ვთანამშრომლობთ პოლიციასთან, ყველაფერი იციან.
მხიარული, მომღიმარი იყო, არაფერი შეგვიმჩნევია. სამსახურში კონფლიქტის მსგავსი არაფერი ყოფილა. დაახლოებით, ერთი წლის წინ თქვა, რომ სწავლასა და მუშაობას ერთმანეთს ვერ უთავსებდა, მერე თქვა, რომ მეორე სამსახურშიც მუშაობდა. ჯერ ვერ გავიგეთ ოღონდ, სად. სამსახურიდან წასვლამდე სამ თვეს არ გვინახავს, რადგან ყველა დინსტანციურად ვმუშაობთ”, – განაცხადა გეჯაძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. მაშველებმა გოგონა თეთრიწყაროს ტყეში ნახეს.