ჩინეთ-აშშ-ს შორის უთანხმოება ღრმავდება – ვაშინგტონი ჰიუსტონში მდებარე ჩინეთის საკონსულოს ხურავს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, მორგან ორგატუსის განცხადებით, ვაშინგტონი ჰიუსტონში მდებარე ჩინეთის საკონსულოს ხურავს, რომ ამერიკელების პირადი სახის ინფორმაციისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა მოხდეს.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ორტაგუსის თქმით, აშშ არ აპირებს, ჩინეთის მხრიდან მისი სუვერენიტეტის დარღვევა, ასევე, ქვეყნის მოქალაქეების დაშინება მოითმინოს.

აღნიშნულს ჩინეთის საგარეო უწყებაში გამოეხმაურნენ და დაადასტურეს, რომ აშშ ჩინეთისგან საკონსულოს დახურვას ითხოვს.

უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, ვან ვენბინის განცხადებით, ჩინეთი მოთხოვნას საჭირო და დასაბუთებულ პასუხს აუცილებლად გასცემს.

Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთი უხანში მდებარე, აშშ-ის საკონსულოს დახურვის საკითხს განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები