ეკატერინე ტიკარაძე: გარდაბანში არსებულ ეპიდსიტუაციაზე დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელებთ
“გარდაბანში არსებულ ეპიდსიტუაციაზე დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელებთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დაელოდებიან ეპიდემიოლოგების პასუხებს და უკვე გამოვლენილი რიცხვების მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა მიდგომები განხორციელდება გარდაბანთან დაკავშირებით.
“დღეს გაიმართება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც ვიმსჯელებთ გარდაბანში არსებულ ეპიდსიტუაციაზე. შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა მიდგომები იქნება გარდაბანთან დაკავშირებით. იქედან გამომდინარე, რომ ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს გარდაბანში ჩაღრმავებული კვლევა, დაველოდებით ეპიდემიოლოგების პასუხებს და უკვე გამოვლენილი რიცხვებიდან მივიღებთ გადაწყვეტილებას, იქნება თუ არა გარდაბანშიც მიღებული იგივე ზომები, რაც გვქონდა მიღებული მარნეულში“, – განაცხადა ტიკარაძემ.