არჩილ თალაკვაძე: „ქართულმა ოცნებამ” შეძლო რეფორმების გატარება და დემოკრატიული ღირებულებების განუხრელად დაცვა
„ქართულმა ოცნებამ” შეძლო რეფორმების გატარება და დემოკრატიული ღირებულებების განუხრელად დაცვა”, – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, რომლებიც დღეს მმართველმა გუნდმა წარადგინა, კომპეტენტური, გამოცდილი და წარმატებული პოლიტიკოსები არიან და არა – „ძველი ან ახალი ადამიანები”, როგორც მათ ოპოზიცია ჰყოფს.
„ჩვენი კონცეპტუალური ხედვა გუნდთან დაკავშირებით ასეთია, რომ „ქართულმა ოცნებამ” ამ წლების განმავლობაში შეძლო რეფორმების გატარება, შეძლო დემოკრატიული ღირებულებების განუხრელად დაცვა, რომელიც მოქალაქეების თავისუფლებისთვის, ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის არის აუცილებელი – ეს არის ადამიანის უფლებები, ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე, უსაფრთხოება, ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, სოციალური სისტემის გაუმჯობესება, ახალი ინფრასტრუქტურა და განათლების სისტემის რეფორმა. ამიტომ, კონცეპტუალურად, გუნდის შემადგენლობაც განისაზღვრება მათგან, ვინც წვლილი შეიტანა და შედეგი აჩვენა ამ პროცესში, ვინც გააკეთა საქმე, ვინც აჩვენა პასუხისმგებლობა ჩვენს საზოგადოებას – ამ ადამიანებისგან შედგება ,,ქართული ოცნება”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე აღნიშნა, რომ სექტემბერში, როდესაც „ქართული ოცნება” პარტიულ სიას წარადგენს, გუნდი განახლდება, როგორც ეს 2016 წელს მოხდა.