„ქართული ოცნება“ დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიას დაიწყებს.

ცნობისთვის, გუშინ პარტიის პოლიტსაბჭომ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია დაამტკიცა.

ინფორმაციისთვის, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი – პროპორციული სისტემით.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები