„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია
დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული
საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. პოლიტსაბჭომ
საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია დაამტკიცა,
რომელსაც „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ხვალ წარუდგენს.
ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი მოდელით, 120/30-ზე
ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120
დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება.
თბილისში წარმოდგენილია 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რაც შეხება
საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას, აქ შექმნილია 22 მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქი. არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.