კალაძე: თბილისი აუცილებლად იქნება სიცოცხლით, სილამაზითა და სიმწვანით სავსე ქალაქი (ფოტოები)

“ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისში დაირგო 91 471 ძირი ხე და ბუჩქი, მილიონ ძირზე მეტი სხვადასხვა ჯიშის სეზონური ყვავილი; რეაბილიტირდა არაერთი პარკი და შადრევანი; მოეწყო და გამწვანდა გზაგამყოფი კუნძულები; ჩატარდა ტყის ინვენტარიზაცია”,  – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კალაძე აღნიშნავს,  მათ შორის, განხორციელდა ფიტოსანიტარიული კვლევა და შეიწამლა 337 977 მწვანე ნარგავი; მტკვრის ორივე სანაპიროს დაუბრუნდა თბილისის მშვენება-ჭადრები, აღმაშენებლის გამზირს კი ნეკერჩხლის ხეები ამშვენებს.
“თბილისს დიდი პოტენციალი აქვს, იყოს ევროპის ერთერთი ყველაზე მწვანე ქალაქი და იგი აუცილებლად იქნება სიცოცხლით, სილამაზითა და სიმწვანით სავსე ქალაქი“, – წერს თბილისის მერი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები