“კვლევებში, როდესაც „ქართულ ოცნებას“ 39 პროცენტი დაუწერეს, სავარაუდოდ, წინა ციფრი შეეშალათ, სამის მაგივრად ხუთი უნდა ყოფილიყო”

“კონკრეტულ კვლევებში, როდესაც „ქართულ ოცნებას“ 39 პროცენტი დაუწერეს, სავარაუდოდ, წინა ციფრი შეეშალათ, სამის მაგივრად ხუთი უნდა ყოფილიყო”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გამოქვეყნებულ პოლიტიკურ რეიტინგებზე კომენტირებისას აღნიშნა.

მისი შეფასებით, “ქართულ ოცნებას” რეალურად აქვს შანსი, ყოველგვარი კოალიციის გარეშე, დიდი უმრავლესობით შევიდეს პარლამენტში.

„2011 წლიდან მოყოლებული შეგიძლიათ, ამოიღოთ კვლევების სტატისტიკა. ნახოთ, როგორ მანიპულირებდნენ კონკრეტული კვლევითი ორგანიზაციები საზოგადოებრივ აზრზე, ვის სასარგებლოდ დებდნენ და რა შედეგები იდებოდა არჩევნებზე. შესაბამისად, ყველანაირი თვალსაზრისით, საქართველოში ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს ხალხის, საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა, არის პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. პროცენტულობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, უმრავლესობით შევა პარლამენტში „ქართული ოცნება“. კოალიციის შექმნა დღევანდელი მოცემულობიდან შეუძლებელია. ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

​ცნობისთვის, ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკური რეიტინგები ასეთია: “ქართული ოცნება” — 39%; მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” — 16%; “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები” — 5%. ​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები