ვეფხვია გულედანი: მმართველი გუნდის გეგმაზომიერი პოლიტიკა გამოიღებს შედეგს, რაც არჩევნებში მისი დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდება
„ნაციონალური მოძრაობა” რეპუტაციით და რეიტინგით გაკოტრებული, უპერსპექტივო ორგანიზაციაა, რომელსაც მხოლოდ ფინანსური რესურსი დარჩა და ამ უკანასკნელს ისტერიული პოლიტიკის, შფოთვის და ჭიქაში ქარიშხლის დატრიალებაში ხარჯავს,”- ამის შესახებ საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე, ვეფხვია გულედანმა განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი ამომრჩეველი საკმაოდ გონიერია და მშვენივრად არჩევს სხვაობას ხეების გადატანის ისტერიკულ კამპანიასა და მსოფლიო მნიშვნელობის დენდროლოგიური პარკის მშვიდ გახსნას შორის.
„მოვლენები, რომლებიც ბოლო პერიოდში ვითარდება, მხოლოდ ერთ რამეს ცხადყოფს, რომ „ნაციონალური მოძრაობა” რეპუტაციით და რეიტინგით გაკოტრებული, უპერსპექტივო ორგანიზაცია, რომელსაც მხოლოდ ფინანსური რესურსი დარჩა და ამ უკანასკნელს ისტერიული პოლიტიკის, შფოთვის და ჭიქაში ქარიშხლის დატრიალებაში ხარჯავს. ვფიქრობთ, საკმაოდ ცუდი ინვესტიციაა, ვინაიდან ქართველი ამომრჩეველი საკმაოდ გონიერია და მშვენივრად არჩევს, ხეების გადატანის ისტერიულ კამპანიასა და მსოფლიო მნიშვნელობის დენდროლოგიური პარკის მშვიდ გახსნას შორის სხვაობას. ასევე, შაქარაშვილის საქმის პოლიტიზირება და ყოველგვარ ზღვარგადასული ამორალური ქმედებები, რომლითაც მგლოვიარე ოჯახიც კი შეწუხდა და ამ ყოველივეს ფონზე, მათ მიერ ხდება რეალური კრიმინალების მფარველობა, დაწყებული გიორგი რურუათი და ბიუჯეტის მსხვილი ქურდის გიგი უგულავათი დამთავრებული. ასევე, სამარცხვინოა, საერთაშორისო საზოგადოებისადმი შერჩევითი დამოკიდებულება, ელჩების უტიფრული ლანძღვა, ცილისწამება და სხვა მრავალი ოპოზიციის მიერ ინტენსიურად წარმოებული მავნებლობა. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ამ ყველაფერს საზოგადება არჩევნებზე გასცემს ადეკვატურ პასუხს. ხოლო მმართველი გუნდის გეგმაზომიერი პოლიტიკა გამოიღებს შედეგს, რაც არჩევნებში მისი დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდება”, – აცხადებს გულედანი.