ადიგენში, მდინარე ქვაბლიანზე ახალი ხიდი აშენდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ადიგენი-უდე-არალის საავტომობილო გზის 1 კმ-ზე, მდ. ქვაბლიანზე ახალი სახიდე გადასასვლელი აშენდა.

უწყების ცნობით, ხიდის გამოცდისა და ტესტირების სამუშაოები დასრულდა და ახალ ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა.

“ახალი ხიდი  ადიგენში მდებარეობს და ბათუმი-ახალციხისა და ადიგენი-უდე-არალის საავტომობილო გზებს ერთმანეთთან აკავშირებს.

არსებული ხიდი ვიწრო და დაზაინებული იყო, ხოლო მისი პარამეტრები ვერ აკმაყოფილებდა სატრანსპორტო მოთხოვნებს. ასევე, დაზიანებული იყო ხიდთან მისასვლელი გზებიც, არ გააჩნდა ტროტუარები, რაც ძალიან სახიფათოა როგორც ტრანსპორტის, ისე – ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის.

არსებული პრობლემის მოსაგვარებლად აშენდა რკინა-ბეტონის ახალი ხიდი და ხიდთან მისასვლელი გზები, რომლის საერთო სიგრძე 30.7 მ-ია.

მდ. ქვაბლიანზე აშენებული ახალი ხიდი ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 531 904 ლარი შეადგინა”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები