კახა კალაძე: ელექტრო და ეკო-მეგობრული ტრანსპორტის წახალისების მიმართულებით, ქალაქის ქუჩებში ელექტროდამტენების მონტაჟი დავიწყეთ
„ელექტრო და ეკო-მეგობრული ტრანსპორტის წახალისების მიმართულებით, ქალაქის ქუჩებში ელექტროდამტენების მონტაჟი დავიწყეთ”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზენტაციაზე – „მდგრადი მობილობა თბილისისთვის“ განაცხადა.
“ელექტრომობილების მფლობელებს სრულიად უფასოდ ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ დამტენებით ისარგებლონ. იცით, რომ ელექტრომობილების მფლობელები საბაჟო გადასახადისგან სრულად არიან გათავისუფლებულნი, მათთვის პარკირებაც უფასოა. ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტული ღონისძიებები ელექტრომობილების მფლობელებს წაახალისებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.