კახა კალაძე: მნიშვნელოვანი გამოწვევაა ტრანსპორტის მოწესრიგება ისე, რომ მოქალაქეებმა უპირატესობა კერძო ავტომობილების ნაცვლად საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭონ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სატრანსპორტო პოლიტიკის ერთერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ტრანსპორტის მოწესრიგება ისე, რომ მოქალაქეებმა უპირატესობა კერძო ავტომობილების ნაცვლად საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭონ.

როგორც კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია.

“სატრანსპორტო პოლიტიკის ერთერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, მოწესრიგება ისე, რომ მოქალაქეებმა კერძო ავტომობილების ნაცვლად უპირატესობა მიანიჭონ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ამისთვის უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები, დავიწყეთ ახალი ავტობუსების შემოყვანა, ყვითელი ავტობუსების პარკის მთლიანი განახლება და ჩანაცვლება ახალი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით. ასევე, დავიწყეთ მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია, ახალი შემადგენლობების შემოყვანა და მეტროსადგურების განახლება. ამას, რა თქმა უნდა, გარკვეული დრო და თანხები დასჭირდება, მაგრამ პროცესი დაწყებულია და ნაბიჯები გადადგმულია”, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები