ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ფოთის სასწავლო ცენტრში პირველ სტუდენტებს 2021 წელს მიიღებს
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ფოთის სასწავლო ცენტრში პირველ სტუდენტებს 2021 წელს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
ისტორიული შენობის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის პროცესს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი გაეცნო.
“უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო ცენტრი, ათასზე მეტ სტუდენტს მისცემს შესაძლებლობას საზღვაო სფეროში საერთაშორისო დონის პროფესიული განათლება მიიღოს და წარმატებით დასაქმდეს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე.
ფოთში საზღვაო სწავლების ტრადიციის აღდგენა ხელს შეუწყობს ქვეყანაში თევზჭერის განვითარებასა და საზღვაო სატრანსპორტო-ლოჯისტიკური სექტორის მომარაგებას კვალიფიციური სამუშაო ძალით,”- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.