თალაკვაძე გოგორიშვილს: ძალიან მინდა, ჩემი ადგილიდან ჩამოვიდე ახლა და როგორც თანასწორ დეპუტატს, ისე გიპასუხოთ, უბრალოდ, ჩემს პოზიციას პატივს ვცემ
“ძალიან მინდა, ჩემი ადგილიდან ჩამოვიდე ახლა და როგორც თანასწორ დეპუტატს, ისე გიპასუხოთ”, – ამ სიტყვებით პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრს, ხათუნა გოგორიშვილს მიმართა.
„ძალიან მინდა, ჩემი ადგილიდან ჩამოვიდე ახლა და როგორც თანასწორ დეპუტატს, ისე გიპასუხოთ, უბრალოდ, ჩემს პოზიციას პატივს ვცემ და თავს უფლებას არ მივცემ, პასუხი გაგცეთ იმაზე, რაც თქვენმა მეხსიერებამ შეგახსენათ. ზუსტად 2 წუთში შემიძლია, რომ თქვენ თვითონვე იმისგან განსხვავებული პასუხები თქვათ, რასაც ახლა ამბობდით”, – უპასუხა თალაკვაძემ ხათუნა გოგორიშვილს.
მანამდე გოგორიშვილმა არჩილ თალაკვაძეს მიმართა – „ბატონო არჩილ, თქვენ გულის სიღრმეში გაწუხებთ პარლამენტის პრესტიჟი, მაგრამ ამაზე უფრო მაღლა დგას სავარძელი”.