მამუკა მდინარაძე: მსგავსი რეგულაცია რომ გქონოდათ, სტრატეგიულ ობიექტებს რუსეთს ვერ მიყიდიდით

„ქართული ოცნება” ატერორებს ბიზნესს – ესაა “ნაციონალური მოძრაობის” მესიჯბოქსში პიარული თავხედობა, ოღონდ ამას “ნაცები” ამბობენ. მაშინ რომ ყოფილიყო რაღაც მსგავსი რეგულაცია, ეს გასაუქმებელი გექნებოდათ ალბათ იმიტომ, რომ ვერ მიყიდიდით იმ სტრატეგიულ ობიექტებს რუსებს”, – ასე უპასუხა ვიცესპიკერმა, მამუკა მდინარაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით “ნაცმოძრაობის” მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას.

„რაც შეეხება კომუნიკაციებს, ამაზეც გეტყვით. თქვენ მგონი მართლა რაღაც იმედი გაქვთ ერთმანეთს, რომ ელაპარაკებით ხოლმე პარტიაში, არ გაწყობთ მსგავსი რეგულაციის განხილვაც კი. თეორიულადაც არ გინდათ დაშვება ამის იმიტომ, რომ როგორც გააკეთეთ 2012 წლამდე, სტრატეგიული ობიექტების მნიშვნელოვანი ნაწილი მიყიდეთ რუსებს და ვითომ ანტირუსულ კამპანიებს თქვენ “ალაგებთ” ამ ქვეყანაში. ეს გინდათ, ალბათ, გააგრძელოთ და ეს გაწუხებთ, შინაგანი შფოთვები გაქვთ, როცა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზეა ლაპარაკი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები