მამუკა მდინარაძე: როგორც ჩანს, „გირჩში“ ბევრი მოწიეს

“ერთადერთი დასკვნა შეიძლება, გამოვიტანოთ, რომ, როგორც ჩანს, ბევრი მოწიეს”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე „გირჩის“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის წასახალისებლად მათთვის, ვინც 31 ოქტომბერს ნებისმიერ პარტიას ხმას მისცემს, Tesla-ს ავტომობილებს გაათამაშებენ.

მისი თქმით, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის საკითხზე ისაუბრებს მაშინ, როცა „გირჩი“ რეალურად გადადგამს ნაბიჯებს.

„არის თუ არა მოსყიდვა, ამაზე შემდეგ ვიმსჯელოთ, როცა რეალურად შეუდგებიან საქმეს და ვთქვათ, თუ რამდენად შეიცავს ის კონკრეტული ქმედების ნიშნებს, რაც არ ჯდება კანონში. ამ ეტაპზე შეგვიძლია, მხოლოდ ის ვთქვათ, რომ ეს ადამიანები ბევრს ეწევიან და ჯობს, ცოტა მოუკლონ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები