დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ბრძნული გადაწყვეტილება იქნებოდა, აია-სოფიასთვის მეჩეთის სტატუსი არ მიენიჭებინათ
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძისგანცხადებით, თურქეთის მიერ ბრძნული გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ აია-სოფიას ტაძრისთვის მეჩეთის სტატუსი არ მიენიჭებინათ.
მისივე თქმით, დღევანდელ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოში მრავალმხრივი დაძაბულობა არსებობს, მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის მშვიდი, მეგობრული ურთიერთობა ძალიან საშურია.
“აია- სოფიას ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ძალიან სამწუხარო ფაქტია. დღევანდელ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოში მრავალმხრივი დაძაბულობა არსებობს, მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის მშვიდი, მეგობრული ურთიერთობა ძალიან საშურია. ბრძნული გადაწყვეტილება იქნებოდა, აია- სოფიასთვის არ მიენიჭებინათ მეჩეთის სტატუსი”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
ცნობისთვის, თურქეთის სახელმწიფო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც აია-სოფია ისევ მეჩეთი გახდა.