ზაზა გაბუნია: რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა უსახლკარო პირთა მხარდაჭერის პოლიტიკისათვის დოკუმენტის შესამუშავებლად სამუშაო დაასრულა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ფარგლებში „საქართველოში ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლის შესახებ” შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა, რომელსაც ზაზა გაბუნია ხელმძღვანელობდა უსახლკარო პირთა მხარდაჭერის პოლიტიკისათვის დოკუმენტის შესამუშავებლად სამუშაო დაასრულა.

ზაზა გაბუნიამ მადლობა გადაუხადა ყველა იმ სუბიექტს, სახელმწიფო უწყებებს, მუნიციპალიტეტებს, სახალხო დამცველის ოფისსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებმაც თავისი აქტიური წვლილი შეიტანეს თემატური ჯგუფის მუშაობაში.

“შემუშავებულია საკმაოდ სოლიდური და სრულფასოვანი დოკუმენტი, რომელიც ერთის მხრივ მიმოიხილავს და აფასებს იმ ვითარებას, რომელიც ჩვენ ამ თვალსაზრისით გვაქვს ქვეყანაში, მეორეს მხრივ კი ამ დოკუმენტში გამოკვეთილია ყველა ძირითადი საკითხი, რომელიც საქართველოში უსახლკარობის პრობლემებს უკავშირდება დაწყებული ტერმინით და დეფიციციით, გაგრძელებული ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ფუნქციების გადანაწილების საკითხით, დასრულებული სერვისებზე ხელმისაწვდომობით,”- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ზაზა გაბუნიას განცხადებით, დოკუმენტში განსაზღვრულია რეკომენდაციები რომელიც მიემართება როგორც საქართველოს პარლამენტს ისე მთავრობასა და მუნიციპალიტეტებს.

„თქვენ მოგეხსენებათ რომ უსახლკარო პირთათვის სათანადო პოლიტიკის არსებობა, მათთვის ღირსეული საცხოვრისის შეთავაზება გახლავთ ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულება, ამავდროულად საქართველოს მთავრობას აქვს აღებული ვალდებულება ღია მმართველობის პარტნიორობის წინაშე, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე საქართველოს ექნება სრულფასოვანი დოკუმენტი უსახლაკრობის პრობლემის მართვისათვის, რომელმაც თანდათანობით უნდა უზრუნველყოს ამ პრობლემის დაძლევა ჩვენს ქვეყანაში.” – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ფარგლებში „საქართველოში ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლის შესახებ” შექმნილი თემატური მოკვლევის საპარლამენტო ჯგუფი საკითხზე რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა მუშაობას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები