ვარშავა-თბილისის სპეცრეისით დღეს სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება

უცხოეთში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ (Myway Airlines) მორიგ ჩარტერულ რეისს პოლონეთის მიმართულებით განახორციელებს.

კომპანიის ცნობით, სარეპატრიაციო რეისით ვარშავიდან საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება. პარალელურად, პოლონეთის მიმართულებით ჩანიშნულ რეისზე როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები გაემგზავრებიან.

„თვითმფრინავი ვარშავას მიმართულებით დღის 12:00 საათზე გაფრინდება. ფრენას ქართული ავიაკომპანია ბოინგ 737-800 ტიპის თვითმფრინავით შეასრულებს. ხომალდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით 20:05 საათზე დაბრუნდება. საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები შემოწმების შემდეგ სხვადასხვა საკარანტინე ზონაში გადანაწილდებიან. საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში Myway Airlines-ი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს. საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ივლისის განმავლობაში ფრენების განხორციელება ასევე დაგეგმილია ბარსელონას, რომის, პარიზისა და ათენის მიმართულებით“, – აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები