მამისა და ბაბუის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მამისა და ბაბუის განზრახ მკვლელობაში ბრალდებით დაკავებულ გიორგი ოკინაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატ ლელა ჭანკვეტაძის თქმით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. უფლებადამცველი აღკვეთი ღონისძიების სახით 5000 ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა, თუმცა მოსამართლე ბიძინა სტურუამ ბრალდების მხარის, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ოკინაშვილს პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
საქმეზე წინა სასამართლო პროცესი პირველ სექტემბერს 12:00 საათზე ჩაინიშნა.
ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუხრანში მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული 9 ივლისს დააკავა.