შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ნიკა გვარამია გამოკითხვაზე დაიბარეს

​ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა. ​​
„კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხვაზე დამიბარა“, – წერს ნიკა გვარამია.

როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, გვარამია საგამოძიებო უწყებაში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებითაა დაბარებული.
“გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაბარებულია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია. გამოძიების ინტერესის საგანია, თუ რა ინფორმაციას ფლობს ნიკა გვარამია, როგორც “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი არხის ეთერში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გაჟღერებული გარემოებების შესახებ”, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები