გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე: სახელმწიფოსა და, პირველ ყოვლისა, საგამოძიებო ორგანოების ამოცანაა, უმოკლეს ვადებში ყველა კითხვას გაეცეს პასუხი

“საგამოძიებო ორგანოების ამოცანაა, ყველა კითხვას უმოკლეს დროში გაეცეს პასუხი”, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ ასურეთში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, ტრაგიკული შემთხვევები ყოველდღიურობაში პოლიტიკურ ელფერს იძენს, რაც სამწუხარო თემაა.

“მიმდინარეობს გამოძიება. სახელმწიფოსა და, პირველ ყოვლისა, საგამოძიებო ორგანოების ამოცანაა, უმოკლეს ვადებში ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და არ დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი. მე თუ კითხვები მიჩნდება, მე ამ კითხვებს ვუსვამ ჩემს კოლეგებს და ეს არ არის ის კითხვები, რომლებიც სანამ ეს ტრაგედია ჯერ კიდევ ცხელია  სანამ გამოძიების პროცესი არ დამთავრებულა, საჯაროდ გამოვიტანოთ. ჩვენი ამოცანაა ახლა, ხელი შევუწყოთ გამოძიებას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები