ექსპერტიზის პასუხი არ იქნება სათუო და ალბათობითი, მათ აქვთ იმის გასაქანი, რომ თავისი დასკვნები კატეგორიულ ფორმაში გამოთქვან, – განაცხადა გარდაცვლილი ფეხბურთელის, 19 წლის გიორგი შაქარაშვლის ბიძამ, იურისტმა, მირიან ნიკოლაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
მისივე თქმით, ექსპერტიზამ კატეგორიული პასუხი უნდა გასცეს სამ ძირითად კითხვას, რის შემდეგაც შაქარაშვილის ოჯახი ასეთივე კატეგორული იქნება გამოძიების, პროკურატურის და დამნაშავეების წინაშე.
“როგორც თავიდანვე ვთქვით ამ ექსპერტიზას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. განწყობილი ვართ ისე, რომ ერთი დიდი ახალი ეტაპი დაიწყოს გამოძიებაში. ამასთანავე იმედი გვაქვს, რომ დასკვნა იქნება კატეგორიული ფორმულირებით, რომელიც არ დატოვებს პასუხგაუცემელ კითხვებს და ამასთანავე დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ ოჯახის მიერ გამოთქმული პირველადი ვერსია იქნება დასაბუთებული და მაპატიეთ და ყველა ის უშინაარსო და უაზრო რაღაც შოუებზე აწყობილი ვერსიები იქნება უგულველყოფილი და ყველა დავრწმუნდებით იმაში, რომ ოჯახს აქვს სწორი გზა არჩეული და ოჯახი დაადგენს ამ საქმეზე სიმართლეს.
ექსპერტიზის პასუხი, როდესაც პირველადი გამოკვლევა ჩატარდა იმ დროიდან მე ვიძახი, რომ არ იქნება სათუო და არ იქნება ალბათობითი. მათ აქვთ იმის გასაქანი არსებული მონაცემების საფუძველზე, რომ მათ გამოთქვამ კატეგორიულ ფორმაში თავისი დასკვნები.
ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი სამ ძირითად კითხვას: რა გახლავთ გიორგის გარდაცვალების უშუალო მიზეზი; არსებული დაზიანებები სიცოცხლის დორინდელია, თუ სიკვდილის შემდგომი; როგორია არსებული დაზიანებების ხარისხი.
თუ ამ სამ კითხვაზე იქნება კატეგორიული პასუხი ჩვენ ასეთივე კატეგორულები ვიქნებით გამოძიების წინაშეც, პროკურატურის წინაშეც და დამნაშავეების წინაშეც”, -აცხადებს მირიან ნიკოლაძე.