შსს-ში გურამ ამირხანაშვილი გამოიკითხა
შინაგან საქმეთა სამინისტროში 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი, გურამ ამირხანაშვილი გამოკითხეს.
სავარაუდოდ, ამირხანაშვილთან კითხვები საგამოძიებო უწყებას ე.წ. დიდუბის ეპიზოდთან დაკავშირებით ჰქონდა.
გურამ ამირხანაშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.