“კაწრო” სინამდვილეში ხაშურელი ლაშა ლურსმანაშვილი აღმოჩნდა

პირი, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების ღამეს, მის მეგობარ გური ამირხანაშვილს დიდუბეში ხვდება და რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება, ლაშა ლურსმანაშვილია, რომელიც ხაშურის მკვიდრია. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსისთვის” გახდა ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ ლურსმანაშვილი ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში, დაკითხვაზე იმყოფება.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ თუ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი დაუდგენელ პირს. კადრებში ასევე ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც სწორედ აღნიშნული პირი ჩამოდის. ის ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება.

ლაშა ლურსმანაშვილის კადრები, როცა ის შსს-ში მივიდა ტვ პირველის კამერამ დააფიქსირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები