ონის მერიაში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ისაუბრეს
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა – დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან – გიორგი მაქარაშვილთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
შეხვედრაზე წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში გასულ პერიოდში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ისაუბრეს, ასევე განიხილეს პრობლემური საკითხები და მათი მოგვარების შესაძლებლობები.
წარმომადგენლებმა მერის მოვალეობის შემსრულებლისგან მითითებები მიიღეს, რომ მათი საქმიანობა შედეგზე ორიენტირებული და წარმატებული გახდეს.