“სხეულზე ისეთი დაზიანებები აღენიშნებოდა, რომელსაც ის სახურავიდან გადმოვარდნის შედეგად ვერ მიიღებდა” – ვახტანგ გულუას ოჯახი
თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის მიმდებარედ დაღუპული 27 წლის ვახტანგ გულუას ოჯახი ეჭვობს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მოკლულია.
მათივე ინფორმაციით, ცხედარს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ისეთი დაზიანებები აღენიშნება, რომელსაც ის სახურავიდან გადმოვარდნის შედეგად ვერ მიიღებდა.
გარდაცვლილის ბიძაშვილი თქმით, გამოძიების ვერსია, თითქოს, მამაკაცი შეყვარებულთან წასვლამდე მეოთხე სართულიდან გადმოვარდა, მათთვის სანდო არ არის.
ოჯახი საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას აპირებს და ყველა იმ პირის დაკითხვას მოითხოვს, ვისაც შესაძლოა, საქმესთან კავშირი ჰქონდეს.
ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის მიმდებარედ დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს. არსებული ინფორმაციით, ის სახურავიდან გადმოვარდა.